„ჯვაროსნების“ აქტივში 322 ქულაა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა: გორში კვიპროსს 1:0 მოუგო, ქუთაისში კი ბელარუსთან ფრეს დასჯერდა – 2:2.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, პირველ ხუთ ადგილზე არაფერი შეცვლილა, ათეულში კი რამდენიმე ცვლილება მოხდა: შესანიშნავ ფორმაში მყოფი ესპანეთი ორი პოზიციით დაწინაურდა, ხოლო შევიცარია – სამით. სამაგიეროდ, პოზიციები დათმეს პოლონეთმა, საფრანგეთმა და ჩილემ.
FIFA / Coca-Cola-ს მსოფლიო რეიტინგის ათეული ასეთია:
- გერმანია – 1602 ქულა
- ბრაზილია – 1483 ქულა
- პორტუგალია – 1358 ქულა
- არგენტინა – 1348 ქულა
- ბელგია – 1325 ქულა
- ესპანეთი – 1231 ქულა
- პოლონეთი – 1209 ქულა
- შვეიცარია – 1190 ქულა
- საფრანგეთი – 1183 ქულა
- ჩილე – 1162 ქულა