weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

რუს ოლიმპიელებს სოჭში მოპოვებული ოქროსა და ბრინჯაოს მედლები ჩამოართვეს

17:32 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, სანქციები დააკისრა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ 4 რუს სპორტსმენს, ამჯერად - სკელეტონისტებს: ალექსანდრ ტრეტიაკოვს, ელენა ნიკიტინას, ოლგა პოტილიცინას და მარია ორლოვას, რომელთაც ბრალად ედებათ სოკ-ის ანტისადოპინგო წესების დარღვევა.

ოთხივე მათგანს სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ტრეტიაკოვს სოჭში მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოერთვა, ნიკიტინას კი - ბრინჯაოსი. ასევე ანულირებულია პოტილიცინას (მე-5 ადგილი) და ორლოვას (მე-6 ადგილი) შედეგები. მათ მოუწევთ ოლიმპიადაზე მიღებული დიპლომების სოკ-ისთვის დაბრუნება.

ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციას (IBSF) წინადადება მიეცა, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს სოჭის ოლიმპიადის შედეგებში, ასევე მიიღოს ყველა სხვა საჭირო ზომა შიდა რეგულაციების მიხედვით.

სოკ-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიმართება ახალი მოსმენები დანარჩენი რუსი სპორტსმენების საქმეებზე.

შეგახსენებთ, რომ დენის ოსვალდის საგამოძიებო კომისია რამდენიმე თვეა იკვლევს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე იმ 32 რუსი სპორტსმენის დოპინგ-სინჯებს, რომლებიც შარშან შექმნილი რიჩარდ მაკლარენის დამოუკიდებელი კომისიის დასკვნაში მოხვდნენ. დღეისათვის განხილულია 19 საქმე. აქედან ანულირებულია 9 სპორტსმენის შედეგი, 1 საქმე შეწყვეტილია, 9 საქმის მოსმენის შედეგი კი ჯერ არ გამოცხადებულა.

მაკლარენის „შავ სიაში“ შეტანილ რუს ოლიმპიელებს სოჭში ჯამში მოპოვებული აქვთ ოქროს 9, ვერცხლის 9 და ბრინჯაოს 1 მედალი. აქედან რუსებს უკვე ჩამოართვეს ოქროს 2, ვერცხლის 4 და ბრინჯაოს 1 მედალი.

2014 წლის საშინაო ოლიმპიადაზე რუსებმა გუნდურ ჩათვლაში 33 მედლით პირველი ადგილი დაიკავეს (13 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო), 26 მედლით მეორე ადგილზე გავიდნენ ნორვეგიელები (11 ოქრო, 5 ვერცხლი, 10 ბრინჯაო), 25 მედალი (10 ოქრო, 10 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) და მესამე ადგილი კი კანადას ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]