დაძაბული მატჩის პირველ ტაიმში სტუმრები ინიციატივას ორჯერ ლელოთი დაეუფლნენ. საპასუხოდ „ბორჯღალოსნები“ ჯერ საჯარიმო ლელოდადეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ - ლევან ჩილაჩავას ლელო სოსო მათიაშვილმა გარდასახა, ხოლო ტაიმის ბოლოს, დერეფნიდან კარგი კომბინაციის შემდეგ ლელო ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანა და მათიაშვილი ისევ ზუსტი იყო - 21:12.
შესვენების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს, საპირისპიროდ ჯარიმა და ლელო მიიღეს, თუმცა მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს - 21:20.
საქართველოსა და შეერთებული შტატების ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორჯერ გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა“ მოიპოვეს, სამჯერ კი ამერიკელებმა.