შანხაის ტურნირი წელს მეორედ იმართება საერთაშორისო ტურნირის სტატუსით. მასში მონაწილეობდა ვაჟთა, ქალთა, სპორტული წყვილების, სპორტული ცეკვებისა და სინქრონულ ციგურაობის კატეგორიაში მოასპარეზე სულ 12 ქვეყნის 130 სპორტსმენი.
მორის ყვითელაშვილმა ამჯერადაც საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა რუსეთის, ყაზახეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნის მოციგურავეებს შორის. ყვითელაშვილმა ამ ტურნირზე თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისაგან 157.58 ქულა მიიღო, მეორე ადგილის მოიპოვა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, რაც ქართველი სპორტსმენისათვის ნამდვილად წარმატებული შედეგი და იმედიანი დასაწყისია მომავალი ჩემპიონატებისა და ოლიმპიური თამაშების წინ.