weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მილანს“ ჯენარო გატუზო გაწვრთნის

10:46 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ხელმძღვანელებმა, გუნდის ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვინჩენცო მონტელა გაუშვეს და მის ნაცვლად ასევე ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ჯენარო გატუზო დანიშნეს.

43 წლის ვინჩენცო მონტელა „მილანში“ 2016 წლის ივნისიდან მუშაობდა.

39 წლის ჯენარო გატუზო აქამდე 2015-2017 წლებში „პიზას“ წვრთნიდა, მანამდე კი „პალერმოსა“ (2013-2014) და კრეტას „ო.ფ.ი.“-ში (2014-2015) მუშაობდა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ასპარეზობდა.

გატუზო ფეხბურთელობისას „მილანში“ 1999-2012 წლებში გამოდიოდა, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 468 შეხვედრაში კი 11 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 10 ტიტული მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]