weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2021

ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგმა როინ კვასხვაძის ტატუ გაიკეთა

17:36 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017 hits 3128

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გუნდის მეკარე როინ კვასხვაძის ტატუ გაიკეთა. კვასხვაძემ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩის უკანასკნელ წუთზე „დინამოელი“ ოთარ კიტეიშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია, რამაც „ტორპედოს“ ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა.

გუნდის ქომაგმა სწორედ პენალტის მოგერიების მომენტის ამსახველი ტატუ დაიხატა.

„სიტყვა ვთქვი და შევასრულე. იმხელა სიხარული და ბედნიერება მომანიჭა ამ მომენტმა, რომ მინდოდა სამუდამოდ მქონოდა გულთან ახლოს “, - წერს ქომაგი „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ტატუს ფოტოზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]