„მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ხელოვნებისა და საფეხბურთო მემკვიდრეობის გამოსახულებაა. ეს ქმნილება წარმოგვიდგენს ფეხბურთისთვის ლეგენდარულ პიროვნებას და მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებას გვაუწყებს“ - განაცხადა პრეზენტაციაზე FIFA-ს ისტორიაში პირველმა ქალმა გენერალურმა მდივანმა ფატმა სამურამ.
FIFA-მ და „ადიდასმა“ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშო ახალი ბურთი წარადგინეს
ლევ იაშინი კარიერის განმავლობაში მოსკოვის „დინამოსა“ (1950-1971 წლებში) და საბჭოთა კავშირის ნაკრების (1954-1970 წლებში) შემადგენლობაში თამაშობდა. ის მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის (1958, 1962, 1966, 1970 წლებში) მონაწილე და ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელიც ყველაზე პრესტიჟული პირადი საფეხბურთო პრიზით - „ოქროს ბურთით“ დაჯილდოვდა. ლევ იაშინი FIFA-მ მე-20 საუკუნის საუკეთესო მეკარედ აღიარა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. როგორ განაწილდება ქვეჯგუფებში ტურნირის მონაწილე 32 გუნდი, ამას 1-ელ დეკემბერს დანიშნული კენჭისყრის შემდეგ გავიგებთ.
აქვე გთავაზობთ აქამდე ჩატარებული 20 მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ პოსტერებს: