weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თელავმა“ პლეი-ოფის პირველ მატჩში ლანჩხუთის „გურია“ დაამარცხა

10:27 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის პირველ მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრა  მასპინძელთა, როგორც სათამაშო, ისე სრული ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა და თელაველებს რომ გამართლებოდათ, პირველივე ტაიმში დააფიქსირებდნენ სასურველ შედეგს.

უგოლო ტაიმის შემდეგ გიორგი ხარებაშვილმა 56-ე წუთზე შორეული, ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა, მაგრამ „გურიამ“ 5 წუთში აფრიკელი ლეგიონერის, მაგლოირ ტელას გოლით გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკა ნოზაძემ თერთმეტმეტრიანით დააფიქსირა.

პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ლანჩხუთში 3 დეკემბერს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ლიგა 2-ში გადასასვლელი მეორე წყვილის შეხვედრა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ტყიბულის „მეშახტე“ თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუიპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]