weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოლომონ კვერკველია „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესში

15:36 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველ სოლომონ კვირკველიას ევროპული კლუბები, მათ შორის, გრანდები ეპატიჟებიან. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ბლოგერი სტეფანო კონფორტი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

საინტერესოა, რომ კონფორტი ეროვნებით ნახევარად რუსია და რუსულ ფეხბურთზე, კერძოდ კი „ლოკომოტივს“ შესახებ წერს. მისი განცხადებით, კვერკველიას მიმართ ყველაზე მეტ ინტერესს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ.

„როგორც მითხრეს, „ლოკომოტივის“ მცველ სოლომონ კვერკველიას შეძენით ევროპის ბევრი კლუბია დაინტერესებული. განსაკუთრებით - ინგლისიდან. მათ შორის არიან „ჩელსი“, „ლივერპული“ და „ვესტ ჰემი“. სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობს“, - წერს კონფორტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებამდე, ზაფხულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, სოლომონ კვერკველიას სახელს „ლესტერ სიტის“, „კრისტალ პალასსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ უკავშირებდნენ.

კვერკველიას შესაძლო ტრანსფერზე საუბრისას, სპეციალისტები ახსენებდნენ ნემანია ვიდიჩის, ბრანისლავ ივანოვიჩისა და მარტინ შკრტელის მაგალითებს, რომლებიც ინგლისურ გრანდებში შესაბამისად, „სპარტაკიდან“, „ლოკომოტივიდან“ და „ზენიტიდან“ გადავიდნენ.

ქართველი ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონში მართლაც გამორჩეულია და „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი ლიდერია. მოსკოველ „რკინიგზელთა“ წარმატებულ თამაშში ქართველ ფეხბურთელს არცთუ მოკრძალებული წვლილი მიუძღვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]