weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელაველმა პაუერლიფტერებმა კანადის ღია ჩემპიონატზე გაიმარჯვეს

17:39 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

კანადის ქალაქ გუელფში გაიმართა ქვეყნის ღია ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში (CPF Nationals, Full Power Meet - 2017). შეჯიბრებაში ქართველი პაუერლიფტერებიც მონაწილეობდნენ. 100 კგ წონით კატეგორიაში ვანო ვეშაგურმა გაიმარჯვა, 110 კგ წონით კატეგორიაში კი ჩემპიონი ბექა მაზანიშვილი გახდა.

ბექა მაზანიშვილი ჩემპიონატის საუკეთესო ამწევადაც (Best Lifter) დასახელდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქართველი სპორტსმენების მეორე გამოსვლაა კანადაში. გასულ წელს კანადურ-ამერიკულ ერთობლივ ღია ჩემპიონატზე (CPF Pro-Am Nationals And CanAm Full Power Wars – 2016) ბექა მაზანიშვილმა და მისმა მოსწავლემ, ვანო ვეშაგურმა, ასევე პირველი ადგილები დაიკავეს.

ბექა მაზანიშვილი დიდი ბრიტანეთის ორგზის ჩემპიონისა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულების მფლობელია. იგი არა მხოლოდ მოქმედი სპორტსმენია, არამედ წარმატებული მწვრთნელიც. ბექა მაზანშვილი 2001 წლიდან წვრთნის თელავის პაუერლიფთინგის გუნდს, ხოლო 2010 წლიდან არის საქართველოს პაუერლიფთინგის ფედერაციის პრეზიდენტი და აქტიურად არის ჩართული საქართველოში პაუერლიფთინგის განვითარებაში. 

კანადის ღია ეროვნული ჩემპიონატი მსოფლიო პაუერლიფთინგის კონგრესის ეგიდითა (WPC – World Powerlifting Congress) და კანადის პაუერლიფთინგის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ქართველი პაუერლიფთერები აგრძელებენ მზადებას პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]