weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მაზდამ“ IMSA -ს ახალი სეზონისთვის განკუთვნილი პროტოტიპი წარადგინა

16:30 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

Mazda Team Joest-ის კოლექტივმა Soul Red Crystal-ის ფერებში გადაწყვეტილი, გამძლეობაზე რბოლაში ამერიკის მომავალი ჩემპიონატისთვის განკუთვნილი პროტოტიპის ფოტოები გამოაქვეყნა.

2018 წლის სეზონში, „მაზდას“ შემადგენლობაში იასპარეზებენ DTM-ის ჩემპიონი რენე რასტი, Indycar-ის პილოტი სპენსერ პიგოტი და გამძლეობაზე რბოლაში რეგულარულად მონაწილე ავტომრბოლელები: ოლივერ ჯარვისი, ჰარი თინკნელი, ჯონათან ბომარიტო და ტრისტან ნუნიესი. ეს სეზონი პირველი იქნება, როცა მის მიმდინარეობისას „მაზდა“ ლე მანის ლეგენდარულ გუნდთან Joest ითანამშრომლებს.

IMSA-ს ახალი სეზონის პირველი ეტაპი 27-28 იანვარს, დეიტონაში სადღეღამისო მარათონით დაიწყება. მასში ფორმულა 1-ის ავტომრბოლელები, ფერნანდო ალონსო და ლანს სტროლი გამოვლენ.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]