weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქუთაისის „ტორპედო“ ფულადი ჯარიმითა და დისკვალიფიკაციებით დაისაჯა

10:46 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო, საქართველოს ახალგაჩემპიონებული კლუბი დასაჯა.

„დინამოსთან“ გადამწყვეტ შეხვედრაში ქუთაისური გუნდის ქომაგებმა „დინამო არენაზე“ სკამები დააზიანეს, ამიტომაც „ტორპედო“ 3000 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა გუნდის ფეხბურთელებმა, მაქსიმე ქვილითაიამ და ბექა ტუღუშმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს, ხოლო ბიძინა მახარობლიძე 6 მატჩით დაისაჯა. ფეხბურთელთა დისკვალიფიკაციები დღეს, 2 დეკემბერს გასამართ საქართველოს თასის ფინალსაც ეხება, რომელშიც ჩემპიონი „ტორპედო“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდება.

კიდევ ერთი სასჯელი „ტორპედოს“ გულშემატკივრებმა მიიღეს - ქუთათური კლუბი 2018 წელს პირველ ორ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]