weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს თასი საჩხერის „ჩიხურამ“ მოიპოვა

12:23 კვირა, 03 დეკემბერი 2017

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ახალგაჩემპიონებული გუნდი ქუთაისის „ტორპედო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ, გორში გაიმართა და პენალტების სერიაში „ჩიხურას“ გამარჯვებით დასრულდა. საჩხერულმა კლუბმა ისტორიაში პირველად შეძლო საქართველოს თასის მოპოვება, აქამდე „ჩიხურა“ ორჯერ იყო გათამაშების ფინალში დამარცხებული.

„ჩიხურა“ დებიუტშივე ახლოს იყო გოლის გატანასთან, მაგრამ როინ კვასხვაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მშვენიერ ფორმაშია: დიმიტრი ტატანაშვილის მოულოდნელად დარტყმული ბურთი ცხრიანიდან მოხსნა. ყველაზე რეალური შანსი კი ქუთაისელებს ჰქონდათ: მე-20 წუთზე მეკარე დინო ჰამზიჩმა ვლადიმირ კორობკა წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი კუხიანიძემ შეასრულა და ბურთი ხარიხას მოარტყა ბურთი.

მეორე ტაიმში ფრთხილი თამაში იყო და მომენტი თითქმის აღარც ყოფილა. იყო მხოლოდ მწვავე შეტევები. სურათი დამატებით დროშიც არ შეცვლილა და ეტყობოდა, რომ ვერცერთი გუნდი ვერ რისკავდა.

პენალტების სერიაში დინო ჰამზიჩმა ორჯერ იმარჯვა. ჯერ ლევან კუტალიას აუღო, შემდეგ კი კუხიანიძეს - მეორედ. „ჩიხურადან“ მხოლოდ ბაჩანა ცხადაძემ გააცუდა დარტყმა (ხარიხას გაარტყა).

„ტორპედომ“ ოქროს დუბლი ვერ შეასრულა. ქუთაისელებზე არანაკლებ, ამ ფინალის წაგება კი „საბურთალოს“ ეწყინა, რადგან ევროტურნირის საგზური ვერ მიიღო - საბურთალოელები ჩემპიონატში მეოთხეზე გავიდნენ, მაგრამ რადგან თასი მეხუთეადგილოსანმა „ჩიხურამ“ მოიპოვა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ საჩხერელები გავიდნენ.

საქართველოს თასის ფინალი 2017

გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი

ჩიხურა – ტორპედო 0:0 (4:3 პ.ს.)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაკუბავა, მირცხულავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (განუგრავა 112), ფონიავა (ლექვთაძე 73), გორგიაშვილი, სარდალიშვილი (ცხადაძე 97), გაბედავა, ტატანაშვილი.

მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე, გიგაური (ბაბუნაშვილი 118), ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, დოლიძე (ბერიაშვილი 114), კუტალია, კორობკა (კვირკვია 82).

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: ჰამზიჩი, ფალავანდიშვილი, ქიმაძე, კორობკა, გურული, ხურცილავა.

მსაჯი: ჯენერი ხორავა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]