weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თელავმა“ პლეი-ოფში „გურიას“ სძლია და მე-2 ლიგაში აღზევდა

10:42 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა. ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართული პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა „გურიასთან“ ფრედ 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი გამარჯვება თელავურ კლუბს დარჩა.

თელაველთა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ, რომელმაც პირველ შეხვედრაში უიღბლობის გამო ვერ გაიტანა, პირობა შეასრულა და ლანჩხუთში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. „გურიამ“ მე-80 წუთზე გაათანაბრა, მატჩის გმირი კი მეკარე ლუკა სანიკიძე გახდა - „თელავის“ გოლკიპერმა 88-ე წუთზე ლანჩხუთელ დავით მეგრელიშვილს პენალტი აუღო და გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის პირველი შეხვედრა თელავში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ამრიგად, გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი „თელავი“ მომავალ სეზონში ლიგა 3-ის ნაცვლად ლიგა 2-ში იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]