თელაველთა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ, რომელმაც პირველ შეხვედრაში უიღბლობის გამო ვერ გაიტანა, პირობა შეასრულა და ლანჩხუთში ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა. „გურიამ“ მე-80 წუთზე გაათანაბრა, მატჩის გმირი კი მეკარე ლუკა სანიკიძე გახდა - „თელავის“ გოლკიპერმა 88-ე წუთზე ლანჩხუთელ დავით მეგრელიშვილს პენალტი აუღო და გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის პირველი შეხვედრა თელავში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
ამრიგად, გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილი „თელავი“ მომავალ სეზონში ლიგა 3-ის ნაცვლად ლიგა 2-ში იასპარეზებს.