weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არგენტინაში გეი მორაგბე ქომაგებმა სასტიკად ცემეს

17:32 ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017

სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სპეციალურად განკუთვნილი არგენტინული სარაგბო კლუბის, „სიერვოს პამპასის“ წევრი ჯონათან კასტელარი თავდასხმის ობიექტი გახდა. შემთხვევა გუშინ ბუენოს-აირესში მოხდა.

კასტელარი ერთ-ერთი ადგილობრივი კაფედან გამოდიოდა, როდესაც დაახლოებით შვიდმა ფანმა, რომელთა ასაკიც 20-იდან 25 წლამდე მერყეობდა, მორაგბე სასტიკად ცემეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი კასტელარი, რომელსაც რამდენიმე კბილი ჩაემტვრა და სახის მიდამოებში არაერთი დაზიანება მიიღო, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

დაზარალებული მორაგბის თქმით, თავდამსხმელები მას „ნეხვს“ უწოდებდნენ და უმოწყალოდ ურტყამდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]