weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანასტასია გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია

10:44 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

კალიფორნიის შტატის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში, მსოფლიოს კვარცხლბეკზე ქალთა ნაკრების წევრი ავიდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ანასტასია გოტფრიდმა ორჭიდის ჯამში 265 კილოგრამი დააგროვა და უახლოეს მდევარს 10 კილოგრამით გაუსწრო.

პირველი მოძრაობა – ატაცი გოტფრიდმა 116 კილოგრამითა და შედეგიანი ცდით დაიწყო, შემდეგ კი 120 შეუკვეთა და შტანგა მეორე ცდაზე დაიმორჩილა, თუმცა მცირე ოქროს მედლის მოსაპოვებლად ეს შედეგიც ეყო.

აკვრაში ანასტასიამ 135, 140 და 145-კილოგრამიანი შტანგები ასწია და მოძრაობა მეორე ადგილით დაასრულა. ორჭიდში კი არც ერთ კონკურენტს ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსიც არ დაუტოვა.

საქართველოს ნაკრები ანაჰაიმში სულ 4 ძალოსნით ჩავიდა. მათგან საქმეში სამი ჩაერთო და გიორგი ასანიძის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 4 მედალია. შოთა მიშველიძის (62 კგ) მიერ ორჭიდში მოპოვებული ბრინჯაო და ანასტასია გოტფრიდის 2 ოქრო და 1 ვერცხლი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]