„ყოფილი გუნდთან „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია საუცხოოდ გამოიყურებოდა. მისი დამაჯერებელი თამაში დაცვაში „რკინიგზელებს“ „რუბინის“ მინიმალური ანგარიშით დამარცხებაში დაეხმარა“, - იუწყება championat.com, რომელმაც საქართველოს ნაკრების მცველი მეშვიდედ შეიყვანა რუსეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
აქვე გეტყვით, რომ ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილმა რუსმა საფეხბურთო სპეციალისტმა ვალერი გაზაევმა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის მიმდინარე პირველობას ლიდერობს, სოლომონ კვერკველია კი შესანიშნავ სეზონს ატარებს - იგი ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მცველად აღიარეს, ბოლო პერიოდში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით დაინტერესებას ინგლისური კლუბები გამოთქვამენ.