weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მორიგი მსოფლიო რეკორდებით გახდა

10:22 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

24 წლის ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და თან 2 ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო. კალიფორნიის ქალაქ ანაჰაიმში გამართული შეჯიბრი სწორედ უმძიმესი (+105 კგ.) ათლეტების ასპარეზობით დაიხურა.

ატაცში ტალახაძემ 210, 215 და 220 კგ დაძლია და მანამდე არსებული თავისივე მსოფლიო რეკორდი 3 კგ-ით გააუმჯობესა. ქართველმა სპორტსმენმა პირველი მოძრაობის შემდეგ ერთბაშად 9 კგ-ით გაუსწრო უმთავრეს კონკურენტად მიჩნეულ ირანელს, ბეჰდად სალიმიქორდასიაბის. ეს უკანასკნელი მე-3 ცდაზე 216-კილოგრამიან შტანგას შეეჭიდა, თუმცა დამარცხდა. ამის შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ლაშას მორიგ ტიტულს ვერავინ შეეცილებოდა, თუმცა ოლიმპიურ ჩემპიონს ტემპი არ დაუგდია, აკვრაშიც სამივე ცდა (243, 250 და 257 კგ) გამოიყენა და 2 მოძრაობის ჯამში ასევე თავისი რეკორდი 4 კგ-ით გააუმჯობესა.

საბოლოოდ, ტალახაძემ 477 კგ მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ ირანელ საეიდ ალიჰოსეინის ერთბაშად 23 კგ-ით გაუსწრო. ბრინჯაოს მედალი ირანის ნაკრების ზემოხსენებულ წევრ სალიმიქორდაბასის (453 კგ) ერგო.

ამგვარად, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატს სრულად ქართული დასასრული ჰქონდა. ლაშა ტალახაძემმ ტურნირი 3 ოქროს მედლითა და 2 მსოფლიო რეკორდით დახურა.

აქვე გეტყვით, რომ გუნდურ ჩათვლაში ქარველმა ძალოსნებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საპატიო მე-3 ადგილი დაიკავეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]