weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

10:37 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთი პიონჩანში გასამართი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთეს. რუსეთის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნული ქვეყნის სპორტსმენები დოპინგის გამოყენებაში დამნაშავედ სცნეს და ბევრი მათგანის ნაჩვენები შედეგები გააუქმეს.

გამოძიება ბოლო 17 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი სამუელ შმიდი ხელმძღვანელობდა და საბოლოოდ გაირკვა, რომ 2012-დან 2015 წლამდე 30 სპორტის სახეობის 1000-მდე რუსი სპორტსმენი აკრძალულ პრეპარატს იღებდა. გამოძიების ინიციატორი კი გროგორი როდჩენკოვი იყო, რომელიც 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის ანტი-დოპინგური ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო და ფაქტები სააშკარაოზე გამოიტანა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც დოპინგ-სკანდალში გახვეულები არ არიან, შეუძლიათ სამხრეთ კორეაში გასამართ ოლიმპიადაში მიიღონ მონაწილეობა, ოღონდ არა რუსეთის ეროვნულიდ როშისა და ჰიმნის ქვეშ, არამედ ოლიმპიური თეთრი დროშით გამოვლენ პიონჩანგში და გუნდს შემდეგი სახელი ერქმევა - „ოლიმპიური სპორტსმენები რუსეთიდან“.

სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მედლების მონაგარი ვერდიქტამდე და მის შემდეგ:

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]