weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში კვლავ დაწინაურდა

12:14 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები FIBA-ს მსოფლიო რეინტინგში პროგრესს აგრძელებს. ილიას ზუროსის გუნდმა ამჯერად ერთი საფეხურით წაიწია წინ და 216.9 ქულით 27-ე პოზიციას იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა ორი მარცხი განიცადა (გერმანიასა და სერბეთთან), ამან რეიტინგში რეგრესი არ გამოიწვია.

აქვე გეტყვით, რომ საუბარი მსოფლიო რეინტინგზეა, ხოლო მხედველობაში თუ მხოლოდ ევროპულ ნაკრებებს მივიღებთ, მაშინ საქართველოს ნაკრები მე-16 პოზიციაზეა.

რეიტინგის მოწინავეებში ცვლილებაა - ლიტვამ და არგენტინამ ადგილები გაცვალეს და ახლა ხუთეულში ბალტიისპირელები იმყოფებიან. ლიდერი ისევ აშშ-ის ნაკრებია, რომელიც დამაჯერებელად უსწრებს ესპანეთს. მესამე-მეოთხე ადგილები კი, შესაბამისად სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრების ხელთაა.

FIBA-ს საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 836.2 ქულა
  2. ესპანეთი - 693.8 ქულა
  3. სერბეთი - 642.1 ქულა
  4. საფრანგეთი - 636.6 ქულა
  5. ლიტვა - 618.1 ქულა
  6. არგენტინა - 617.0 ქულა
  7. სლოვენია - 522.6 ქულა
  8. ხორვატია - 506.2 ქულა
  9. ბრაზილია - 478.0 ქულა
  10. ავსტრალია - 475.8 ქულა

რაც შეეხება, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეებს, გერმანია 259.7 ქულით 22-ე ადგილზეა, ავსტრია კი 96.4 ქულით 55-ე პოზიციას იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]