weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიუნხენში ოლივერ კანის სახლი გაძარცვეს

13:57 ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017

პოპულარული გერმანული გამოცემა „ბილდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მეკარის, ოლივერ კანის სახლი 12 ნოემბერს გაძარცვეს, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა.

როგორც ცნობილია, მიუნხენის გარეუბან გრიუნვალდში მდებარე სახოვრებლიდან უცნობმა პირებმა სეიფი მოიპარეს. ზარალი ექვსნიშნა რიცხვით ფასდება. ცნობილია, რომ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეკარედ მიჩნეული ფეხბურთის ლეგენდა და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვიდი შვილი) ქურდობის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ოლივერ კანის უზარმაზარ სახლში ქურდებმა უსაფრთხოების სისტემა გამოიყვანეს მწყობრიდან. როგორც ცნობილია, მის გასანადგურებლად მძარცველებს კედლების დანგრევა დასჭირდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]