weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნანა ძაგნიძე FIDE-ს მსოფლიო რეიტინგის ათეულშია

14:53 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

მსოფლიო ჭადრაკის მმართველმა ორგანომ (FIDE) გასული თვის მსოფლიო რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მოჭადრაკეები უფრო მრავლად ქალთა კლასიფიკაციაში ფიგურირებენ. მოწინავე ათეულში ადგილს საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2522) ინარჩუნებს.

ქართველი ქალი მოჭადრაკე მე-9 პოზიციაზეა, ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. იფან ჰოუ (ჩინეთი, 2680)
  2. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2582)
  3. ვენძუნ ძიუ (ჩინეთი, 2567)
  4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557)
  5. კატერინა ლაგნო (რუსეთი, 2547)
  6. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2544)
  7. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2542)
  8. ტინძიე ლი (ჩინეთი, 2528)
  9. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2523)
  10. ჯუნგი ტანი (ჩინეთი, 2517)

ქართველ მოჭადრაკეთაგან ძაგნიძის გარდა საუკეთესო ასეულში ასევე მოხვდნენ: 13. ნინო ბაციაშვილი (2502), 19. ბელა ხოტენაშვილი (2476), 30. ლელა ჯავახიშვილი (2449), 60. სალომე მელია (2404), 62. ნინო ხურციძე (2400) და 86. სოფიკო გურამიშვილი (2374).

სამწუხაროდ, საუკეთესო ვაჟ მოჭადრაკეთა შორის კვლავაც ერთადერთი ქართველია – ბაადურ ჯობავას რეიტინგი 2690 პუნქტს უტოლდება და ის 51-ე პოზიციაზე იმყოფება. ვაჟებში საუკეთესო ათეული ასე დაკომპლექტდა:

  1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2837)
  2. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2805)
  3. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2799)
  4. ფაბიანო კარუანა (აშშ, 2799)
  5. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრაგეთი, 2789)
  6. უესლი სო (აშშ, 2788)
  7. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2787)
  8. ვიშვანატჰან ანანდი (ინდოეთი, 2782)
  9. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2781)
  10. ლირენ დინი (ჩინეთი, 2777)
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]