რონალდო მოგებული „ოქროს ბურთების“ რაოდენობით (2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში) უშუალო კონკურენტ ლიონელ მესის გაუთანაბრდა, თავად მესი კი წელს მეორე ადგილზე გავიდა. სამეულში ადგილი ერგო „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ ლიდერ ნეიმარს, ხოლო მეოთხე ადგილი „იუვენტუსის“ 39 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსნებულმა ოთხეულმა სხვა კონკურენტები ქულებით საგრძნობლად ჩამოიტოვა.
რონალდოსთვის 2017 წელი წარმატებული ძირითადად ჩემპიონთა ლიგაზე იყო, რომელიც „რეალთან“ ერთად მოიგო, თავად კი გათამაშების ბომბარდირი 12 გოლით გახდა.