weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭადრაკში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი „ნონას“ გამარჯვებით დასრულდა

11:41 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი. გამარჯვებულმა გუნდმა შვიდი მატჩიდან ექვსი მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.

„ნონა“ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: დავით ჯოჯუა, დავით მაღალაშვილი, კონსტანტინე შანავა, დავით ბენიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და გუნდის კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე.

მეორე ადგილზე 11 ქულით რუსთავის „რუსთავი“ გავიდა ასეთი შემადგენლობით: ლუკა პაიჭაძე, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, ზურაბ სტურუა, ინგა ჭარხალაშვილი, ქეთი წაწალაშვილი და გუნდის კაპიტანი ზურაბ სტურუა.

მესამე ადგილი კი 10 ქულით თბილისის „თბილისს“ ერგო: ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე, შოთა აზალაძე, ირაკლი ბერაძე, სოფიო გვეტაძე, ნინო ხომერიკი და გუნდის კაპიტანი ლევან ფანცულაია.

ასპარეზობაში საქართველოს სხვადახვა რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვებული გუნდი 15 000 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე გასული - 10 000 ლარით, ხოლო მესამეადგილოსანი - 5 000 ლარით. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების შემადგენლობაში 6 მოჭადრაკე ასპარეზობდა: I-IV დაფა ვაჟები, V-VI დაფა ქალები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]