weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

UEFA-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრები მეოთხე რანგის პირველ კალათაშია

13:30 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

UEFA-მ ერთა ლიგის მონაწილე ევროპული ქვეყნების ნაკრებები კალათების მიხედვით ოფიციალურად გადაანაწილა. აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მეოთხე რანგის D ლიგაში ითამაშებდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი პირველ კალათაში აზერბაიჯანის, მაკედონიისა და ბელარუსის ნაკრებებთან ერთად იქნება. შესაბამისად, „ჯვაროსნები“ ხსენებულ სამ გუნდთან ქვეჯგუფში ვერ მოხვდებიან.

D ლიგა

I კალათა: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, საქართველო.

II კალათა: სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი.

III კალათა: ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, მალტა.

IV კალათა: ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

რაც შეეხება წესებს, UEFA-ს ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება. D ლიგის 16 ნაკრები ოთხ, 4-გუნდიან ქვეჯგუფებში გადანაწილდებიან და თითოეული ჯგუფის გამარჯვებული 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დაწინაურდება ანუ 4 ნაკრები D ლიგიდან C ლიგაში აღზევდება და რაც ყველაზე საინტერესოა, ერთი ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს: ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით გაითამაშებენ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს.

სამი მოწინავე ლიგის კალათები ასეთია:

A ლიგა

I კალათა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი.

II კალათა: საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია.

III კალათა: პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია.

A ლიგაში ოთხი სამგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. პირველადგილოსნები 2019 წლის ივნისში UEFA-ს ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოვლინდება ტურნირის გამარჯვებული. ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასული ნაკრებები 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დაქვეითდებიან და B ლიგაში ითამაშებენ. ჯგუფური ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი კი 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევრო 2020-ის საგზურს გაითამაშებს.

B ლიგა

I კალათა: ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი.

II კალათა: შვედეთი, უკრაინა, ირლანდია, ბოსნია & ჰერცეგოვინა.

III კალათა: ჩრდილოეთ ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი.

B ლიგაში შეიქმნება ოთხი სამგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფის გამარჯვებული ოთხი ნაკრები 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დაწინაურდებიან და A ლიგაში გადაინაცვლებენ. გარდა ამისა, ხსენებული 4 ნაკრები ევრო 2020-ის საგზურისთვისაც იბრძოლებენ 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით. ჯგუფში ბოლო ადგილზე ოთხი ნაკრები კი B ლიგას დატოვებს და C ლიგაში მოუწევთ 2020 წლისთვის თამაში.

C ლიგა

I კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია.

II კალათა: საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია.

III კალათა: მონტენეგრო, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთი.

IV კალათა: კვიპროსი, ესტონეთი, ლიტვა.

C ლიგაში შეიქმნება ერთი სამგუნდიანი და სამი ოთხგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფის ოთხი გამარჯვებული ნაკრები მომდევნო ერთა ლიგისთვის ერთი დივიზიონით აღზევდება. გარდა ამისა, ისინი 2020 წლის მარტში პლეი-ოფის სისტემით ევრო 2020-ის ერთ საგზურს გაითამაშებენ. ჯგუფების ოთხი ბოლოადგილოსანი კი C ლიგას დატოვებს და D ლიგაში დაქვეითდებიან.

UEFA-ს ერთა ლიგის პირველი ტური 2018 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართება, შემდეგი ტურები კი ასეთი კალენდრით გაიმართება:

მეორე ტური: 9-11 სექტემბერი

მესამე ტური: 11-13 ოქტომბერი

მეოთხე ტური: 14-16 ოქტომბერი

მეხუთე ტური: 15-17 ნოემბერი

მეექვსე ტური: 18-20 ნოემბერი

UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 2018 წლის 24 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართება.

ევრო 2020-ის პლეი-ოფის წილისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, ევრო 2020-ის საპლეი-ოფო მატჩები კი 2020 წლის 26 მარტიდან 31 მარტამდე ჩატარდება.

ევრო 2020-ის ფინალური წილისყრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართება, ტურნირი კი 2019 წლის 5 ივნისიდან 9 ივნისამდე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]