weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს საკლუბო თასი მოიგეს

15:31 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

8 დეკემბერს ირანში დასრულდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი თავისუფალი ჭიდაობაში, გამარჯვებული კი ირანული კლუბი „იზი პაიპ კაშანი“ გახდა, რომელსაც ფინალში გამარჯვება ქართველმა ლეგიონერმა გენო პეტრიაშვილმა მოუტანა.

ირანულმა კლუბმა ფინალში 6:4 დაამარცხა შარშანდელი გამარჯვებული ამერიკის „ტაიტან მერკური“. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ირანელებმა - რეზა ატარიმ, ფარზად ხალილიმ და მოხამად ნადერიმ გუნდი 4:0 დააწინაურეს, თუმცა მომდევნო სამი გამარჯვება ამერიკელებმა მოიპოვეს და მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა – 4:3. 92 კგ-ში ირანელმა ხოსეინ შახბაზიმ ნიკ ხეფლინა დაამარცხა და მასპინძლები 5:3 დააწინაურა, მომდევნო შეხვედრაში კი ამერიკელების ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა კაილ სნაიდერმა დიდი ანგარიშით 10:0 დაამარცხა რუსი ლეგიონერი ვლადისლავ ბაიცაევი და ანგარიში კვლავ მინიმუმამდე შეამცირა – 5:4. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა მძიმეწონოსანმა პეტრიაშვილმა, ნეკნის ტრავმის მიუხედავად, დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ნიკ გვიაზდოვსკის და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს საკლუბო თასის გამარჯვებული.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილისათვის ეს ზედიზედ მესამე მოპოვებული მსოფლიოს თასია კლუბებს შორის. შეგახსენებთ, რომ წინა წელს ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სწორედ ამერიკული „ტაიტან მერკურის“ შემადგენლობაში მოიპოვა ეს ტიტული, მანამდე კი, ირანული „რაზის” შემადგენლობაში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კლუბმა „რაინდმა” 7:3 გაანადგურა ყირგიზეთის „კელეჩიკი” და მსოფლიოს თასზე მეხუთე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

შეჯიბრებაში სულ 10 ქვეყნის 13 კლუბი იღებდა მონაწილეობას, გამარჯვებულა გუნდმა 25 000 დოლარი მიიღო, მეორეადგილოსანმა – 15 000 $, ბრინჯაოს მედალოსანმა ირანულმა სეტარეგანმა“ კი – 10 000 $.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]