weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირველად ისტორიაში MLS-ის გამარჯვებული კანადური კლუბი გახდა

11:02 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

2017 წლის MLS-ის გათამაშების გამარჯვებული „ტორონტო“ გახდა. კანადურმა კლუბმა ფინალში „სიეტლ საუნდერსი“ 2:0 დაამარცხა და პირველი კანადური გუნდი გახდა, რომელმაც პირველად მოიგო ამერიკის ჩემპიონატი (Major League Soccer), რომელშიც NBA-ისა და NHL-ის მსგავსად, ამერიკულ კლუბებთან ერთად რამდენიმე კანადური კლუბიც მონაწილეობს.

ტორონტოში გამართულ ფინალურ შეხვედრაში პირველი გოლი გამოცდილმა ფორვარდმა ჯოზი ალტიდორმა 67-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მატჩის კომპენსირებულ წუთზე ვიქტორ ვასკესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოზი ალტიდორი გახდა.

„წითლებმა“ 2016 წლის MLS-ის ფინალში განცდილი მარცხის გამო სიეტლელებზე რევანში აიღეს. მაშინ „საუნდერსმა“ კანადურ კლუბს პენალტების სერიაში მოუგო.

2017 წლის MLS-ის საუკეთესო ბომბარდირი 24 გატანილი გოლით „ჩიკაგო ფაირის“ უნგრელი ფორვარდი ნემანია ნიკოლიჩი გახდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი „პორტლენდ ტიმბერსის“ არგენტინელი წევრი დიეგო ვალერი დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ MLS-ში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელის, ვაკო ყაზაიშვილის გუნდი „სან ხოსე ერსქვეიკსი“ ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]