weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს რეკორდული ყინვაა მოსალოდნელი

17:22 სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღე, 9 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ცივი იქნება: ყინვა რეკორდულ მაჩვენებელს, -14 გრადუსს მიაღწევს.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანის სტადიონი, სადაც გახსნის ცერემონია უნდა გაიმართოს, გადახურული არაა, რადგან ორგანიზატორებმა დრო და ფული დაზოგეს - სტადიონის მშენებლობა ორი წელი მიმდინარეობდა და 58 მილიონი დოლარი დაჯდა.

საორგანიზაციო კომიტეტი მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, რათა მაყურებელი ყინვისგან დაიცვას. უკვე ცნობილია, რომ დაჩქარდება შემოწმების პროცედურები და ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს დაურიგდებათ გამათბობელი პაკეტები და პლედები.

აქამდე ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ყველაზე ცივი ცერემონია 1994 წელს ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გაიმართა, როდესაც -11 გრადუსი ყინვა აღირიცხა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]