weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სოლომონ კვერკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მოხვდა

10:23 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

რუსეთის პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის სოლომონ კვერკველიას ყოფნა უკვე ტრადიციად იქცა. ამჯერად, მისმა გუნდმა მე-20 ტურში სტუმრად „ტოსნო“ 3:1 დაამარცხა და რუსეთის ჩემპიონატის შემოდგომა-ზამთრის ნაწილიც დამაჯერებლად მოიგო.

კვერკველია „ტოსნოსთან“ ჩვეულად, 90 წუთი გაისარჯა და ტურის შემდეგ მისი თამაში ვალერი გაზაევმა გამოარჩია, რომელიც სიმბოლურ ნაკრებს championat.com-ისთვის ადგენს.

„სოლომონ კვერკველია „ლოკომოტივში“ გადასვლის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. ქართველმა ფეხბურთელმა განვლილ ტურშიც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და დამაჯერებლად ითამაშა „ტოსნოს“ წინააღმდეგ“ - ასე შეაფასა ცნობილმა რუსმა საფეხბურთო სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების მცველი.

მოსკოვის „ლოკომოტივი“ 20 ტურის თავზე მოპოვებული 45 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევრებს, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და თანაქალაქელ „სპარტაკს“ 8 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება კვერკველიას, იგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მერვედ მოხვდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]