წიგნში გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე მეოცნებე ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი. წიგნების გაყიდვიდან აღებული თანხა მთლიანად მიუნხენის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება და მიუსაფარ ბავშვებს მოხმარდება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ბავშვები არიან, რადგან ისინი წარმოადგენენ მომავალს, ამიტომაც გადავწყვიტე, დამეწერა საბავშვო წიგნი პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და გონებაგახსნილობაზე“ - ამბობს 25 წლის ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მუდმივად ტრავმირებული მარიო გიოცე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია, მინდორს ბუნდესლიგის მეორე წრეში დაუბრუნდება.