ზინედინ ზიდანის გუნდი ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაერთო. მადრიდელებმა მასპინძელი „ალ ჯაზირა“ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს და ზედიზედ იასპარეზებენ ამ ტურნირის ფინალში. პირველი ტაიმი არაბულმა გუნდმა ბრაზილიელი რომარინიოს გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი კრისტიანო რონალდომ და გარეთ ბეილმა მადრიდის „სამეფო კლუბს“ გამარჯვება გაუფორმეს.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში „გრემიომ“ დამატებით დროში დაამარცხა ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის გამარჯვებული მექსიკური „პაჩუკა“.
ფინალური მატჩი 16 დეკემბერს აბუ დაბიში გაიმართება, მანამდე კი იმავე დღეს, იმავე სტადიონზე მე-3 ადგილისთის მატჩი შედგება.