weather cur horoscope tv
ივლისი 16, 2024

ლიონელ მესი პელეს რეკორდს უახლოვდება

11:06 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

კატალონიური „ბარსელონას“ არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ერთი გუნდისთვის გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარული პელეს რეკორდის მოხსნასთან ახლოსაა.

რეკორდის გასაუმჯობესებლად მესის „ბარსელონას“ მაისურით მხოლოდ 17 გოლის გატანა სჭირდება. კატალონიური გრანდისთვის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დღემდე გამართულ 606 მატჩში 525 გოლი გაიტანა, ფეხბურთის ბრაზილიელმა მეფემ კი თავის მხრივ, „სანტოსში“ 541 გოლის გატანა 560 გამართულ შეხვედრაში მოახერხა.

თუ როდის დაამყარებს აღნიშნულ რეკორდს ლიონელ მესი, საერთო მოსაზრებით, მხოლოდ დროის ამბავია და ცხადია, იგი მიმდინარე სეზონში მოხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]