weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა

10:32 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017

21 წლის ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქე გახდა, რადგან ეროვნულ დონეზე საქართველოს სახელით თამაში არჩია და მის გადაწყვეტილებასაც ოფიციალური სახე მიეცა. საქართველოს პასპორტი მას ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია. მოზარდობისას უკრაინაში წავიდა და დონეცკის „შახტარის“ აკადემიაში მოხვდა. ფეხბურთელმა უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში ითამაშა, შარშან კი გოლიც გაიტანა ქართველთა კარში, როდესაც საქართველო-უკრაინის 21-წლამდელთა დაპირისპირება 3:3 დასრულდა.

ვაჩიბერაძე „შახტარის“ მთავარ გუნდში არ დააწინაურეს და შარშანწინ სევილიის „ბეტისში“ გადავიდა, სადაც დუბლებში უწევდა გამოსვლა. ამპლუით ნახევარმცველი ამჟამად უკლუბოდაა და იანვარში სიახლეებს ელის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]