weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო უცხოელი მწვრთნელია

11:53 პარასკევი, 15 დეკემბერი 2017

უზბეკეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ფედერაციამ ადგილობრივი უმაღლესი ჩემპიონატის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად ტაშკენტის „ფახთაქორის“ ქართველი დამრიგებელი შოთა არველაძე დაასახელა.

„დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ ყოვლისა კლუბსა და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა“, – ასე გამოეხმაურა არველაძე წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებას.

შოთა არველაძემ „ფახთაქორი“ 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მისმა გუნდმა ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

აქვე შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის წლევანდელი ჩემპიონობის წოდება ქართველმა ფეხბურთელმა კახა მახარაძემ მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]