weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი რეკორდებით მოიგო

10:40 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

მადრიდის „რეალმა“ FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიური „გრემიო“ დაამარცხა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირი ზედიზედ მოიგო, გუნდის ლიდერი კრისტიანო რონალდო კი ჯამში გატანილი 7 გოლით ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

აბუ დაბიში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა: რონალდომ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. გოლის გარდა სახიფათო მომენტები მრავლად იქმნებოდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

FIFA-ს საკლუბო ტურნირი „რეალმა“ მესამედ მოიგო და ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ გაუთანაბრდა. აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის გაწვრთნილმა კლუბმა ერთ წელიწადში 5 ტიტული მოიგო, რაც „სამეფო კლუბს“ აქამდე არასოდეს უქნია.

რაც შეეხება მე-3 ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრას, მექსიკურმა „პაჩუკამ“ მასპინძელი „ალ ჯაზირა“ იოლად დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]