„მსოფლიო თასზე მიწვეული ვიყავი, როგორც პროფესიონალი მებრძოლი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ სახეობაში პირველად მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობები. მინდოდა შერეულ ორთაბრძოლებშიც მიმეღო მონაწილეობა. ამჯერად შევხვდი თურქ მებრძოლს და გამიმართლა. აშკარა უპირატესობით ნოკაუტი დავაფიქსირე, “ - აღნიშნა გამარჯვებულმა მებრძოლმა.
არსენ ყარაგვეზაშვილის მწვრთნელის, თამაზ ყარაგვეზაშვილის თქმით, სპორტსმენი ორთაბრძოლების ამ სახეობაში საქართველოდან WTO ვერსიით პირველი ჩემპიონია.
არსენ ყარაგვეზაშვილი 2014 წლიდან მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში, ასევე ფლობს პროფესიონალურ ქამარს ტაილანდურ კრივ K1-ში.