„სანამ FIFA-ს ხელმძღვანელი გავხდებოდი, იტალიის ნაკრების დიდი გულშემატკივარი ვიყავი. უნდა ვაღიარო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი არყოფნა ნამდვილი ტრაგედიაა, თუმცა, ასეა, ვინც უფრო დაიმსახურა, ის ითამაშებს. საჭიროა ბევრი მუშაობა და რეფორმების გატარება, რომ იტალია მსოფლიო ფეხბურთში დაბრუნდეს”, - განაცხადა იტალიური ფესვების მქონე შვეიცარიულმა საფეხბურთო მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შვედეთთან პლეი-ოფში სენსაციური მარცხის შემდეგ ვერ მოხვდა.