ორივე ინგლისური კლუბის სურვილია, რომ კვერკველია თავიანთ რიგებში იანვრის სატრანსფერო პერიოდში გადაიბირონ. წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელსაც სურს, რომ კარიერა ინლისში გააგრძელოს.
„ვესტ ბრომვიჩის“ თავკაცი ალან პარდიუ კვერკველიას ჯონი ევანსის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც სავარაუდოდ იანვარში გუნდს დატოვებს და კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ხოლო „მელიების“ ფრანგი დამრიგებელი კლოდ პუელი დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და ამიტომაც, მის სიაში მოსკოვური კლუბის ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.
„ლოკომოტივი“ კვირკველიას 18 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს. საგულისხმოა, რომ „რკინიგზელთა“ მთავარ მწვრთნელ იური სიომინს ქართველი მცველის შენარჩუნება სურს, რადგან იგი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა, „ლოკომოტივი“ კი რუსეთს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, რომელიც 2004 წლის შემდეგ არ მოუპოვებია.
სოლომონ კვერკველიას მოსკოვურ გუნდთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კვერკველიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 28 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა, არაერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მცველად დასახელდა.