weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პერუს ნაკრების კაპიტანს სასჯელი შეუმსუბუქეს

15:27 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

პერუს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხოსე პაოლო გერერო რუსეთში გასამართ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. FIFA-ს სააპელაციო კომიტეტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა კოკაინის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის აპელაცია და სასჯელი 6 თვემდე შეუმცირა.

ბრაზილიური „ფლამენგოს“ წევრ გერეროს დისკვალიფიკაციის ვადა, რომლის ათვლაც 3 ნოემბრიდან დაიწყო, 1 წლის ნაცვლად 6 თვით განისაზღვრა.

33 წლის ფორვარდის სისხლში კოკაინის მეტაბოლიტი ბენზოილეკგონინი (კოკაინის გადამუშავების პროდუქტი) აღმოაჩინეს, რომელიც სტიმულატორებს განეკუთვნება. ვეტერან ფეხბურთელს დოპინგზე სინჯები 5 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიმდინარეობისას, არგენტინასთან მატჩის შემდეგ აუღეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]