weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის „დინამოს“ ისტორიული გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა

12:24 შაბათი, 13 მაისი 2017

ზუსტად 36 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ფინალური მატჩი ქალაქ დიუსელდორფში, აღმოსავლეთ გერმანულ გუნდთან, იენას „კარლ ცაისთან“ შედგა, რომელიც „დინამოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.

„დინამომ“ ისტორიულ მატჩში ამ შემადგენლობით იასპარეზა:
ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კ.), ნოდარ ხიზანიშვილი, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 67 წ.), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია.

სამწუხაროა რომ ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილი „ოქროს თაობის“ მიერ მოპოვებული ევროთასი დღემდე ერთადერთი საერთაშორისო ქართული საფეხბურთო წარმატებაა.

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების ინიციატივით, დღეს 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ ისტორიული მატჩის ჩვენება გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]