უკომენტარო პირდაპირი ტრანსლაციისას არ იმუშავებენ ხსენებული ტელეკომპანიის სხვა ჟურნალისტებიც, რისი მიზეზიც Rai Sport-ის რედაქციის (120 თანამშრომელი) გაფიცვაა.
ტელეკომპანიის პროტესტის მიზეზი კი გაისად რუსეთში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლების Mediaset-ისთვის მინიჭებაა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მუნდიალი იქნება პირველი, რომელსაც იტალიაში წამყვანი ტელეკომპანია Rai არ გააშუქებს.
რაც შეეხება ე.წ. ტურინულ დერბის, იუვენტუსი-ტორინოს შეხვედრა 3 იანვარს გაიმართება.