შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაიმართა. ოთხ მონაწილე გუნდს შორის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „გორმა“ „ხაშურს” თანაბარ ბრძოლაში სძლია, ხოლო „კასპმა“ ასევე დაძაბულ თამაშში თბილისელებს აჯობა. მესამე ადგილისთვის მატჩში „ხაშურმა“ „თბილისი“ დაამარცხა. ფინალური დაპირისპირება საინტერესო სანახავი გამოდგა. მასპინძლებმა საბოლოოდ 76:69 მოიგეს.
საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი გოჩა თათრიშვილის სახელობის თასი კასპელ გიორგი სიმონიშვილს ერგო. იგი ტურნირზე საგანგებოდ მოწვეულმა ვეტერანმა კალათბურთელებმა გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ საქართველოს ნაკრების ფორმითაც დააჯილდოვეს. ხოლო გამარჯვებულთა კაპიტან ლაშა მამულაშვილს საჩემპიონო თასი აფხაზეთში დაღუპული გმირის დედამ, ქალბატონმა ლამარა კახიანმა გადასცა.