weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გოგონა ძიუდოისტებმა საფრანგეთში 4 მედალი მოიპოვეს

14:14 სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017

საფრანგეთის ქალაქ მარსელის გარეუბან ექს-ან-პროვანსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც 450-ზე მეტი გოგონა მონაწილეობდა. ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა შეხვედრები მხოლოდ იაპონელ მეტოქეებთან დათმეს და ჯამში ოთხი მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედლები მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) დაისაკუთრეს, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანსა (57 კგ) და მზია ბებოშვილს (63 კგ) ერგოთ.

ტურნირზე იაპონიის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, სლოვენიისა და სხვა მოწინავე ქვეყნების ნაკრებები საუკეთესო შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]