weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართველი სუმოისტები რეიტინგში დაწინაურდნენ

10:49 ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017

პროფესიული სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორივე ქართველ სეკიტორის სოლიდური წინსვლა აქვს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ლევან გორგაძე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაწინაურდა, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი ძურიოში აღმასვლას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში გამართულ კიუსიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა 9 მოგება და 6 მარცხი მიითვალა. შედეგად, ქართველმა სუმოისტმა დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდება დასავლეთისვე მე-3 მაეგაშირას ტიტულზე გაცვალა და ისევ მიიღო უფლება დოჰიოზე იოკოზუნებსა და ოძეკებს გაეჯიბროს.

კიდევ უფრო თვალსაჩინოა გაგამარუს პროგრესი, რომელმაც ხსენებულ სუპერტურნირზე 15-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი გოლიათი ფუკუოკაში აღმოსავლეთის მე-12 ნომრის რანგში ირჯებოდა, 2018 წლის პირველ ბაშოზე კი დასავლეთის მე-5 მაეგაშირას წოდებით წარსდგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]