მატჩის ბედი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუმარმა ესპანურმა კლუბმა რვაქულიანი უპირატესობით მოიგო და ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.
გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან და 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ცალსახაა, რომ 15 წუთისთვის შესაშური სტატისტიკური მონაცემებია. ქართველმა ცენტრმა თითქმის 100%-იანი სიზუსტით შეუტია მეტოქის კალათს: 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. შერმადინი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით – 26.
„უნიკახას“ 15 მატჩში 7 მოგება და 8 მარცხი აქვს და მეათე ადგილზე იმყოფება. ანდალუსიელები შემდეგ ტურში 4 იანვარს, „ვალენსიას” უმასპინძლებენ.