weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჰოლანდიის ჩემპიონი „ფეიენოორდი“ გახდა, გურამ კაშიას გუნდი კი ევროპა ლიგაზე ითამაშებს

09:47 ორშაბათი, 15 მაისი 2017

ჰოლანდიის 2016-2017 წლების საფეხბურთო ჩემპიონატი როტერდამის „ფეიენოორდის“ გამარჯვებით დასრულდა. ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელის, ამჟამად კი მწვრთნელის, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის დამოძღვრილმა როტერდამელებმა გათამაშების ბოლო ტურში შინ „ჰერაკლესი“ ვეტერანი კაპიტნის, დირკ კუიტის ჰეთ-თრიქით 3:1 დაამარცხეს და უახლოესი მდევარი, ამსტერდამის „აიაქსი“ 1 ქულით ჩამოიტოვეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ „ფეიენოორდის“ წევრი, დანიელი თავდამსხმელი ნიკოლაი იორგენსენი გახდა 21 გატანილი გოლით.

„ფეიენოორდისთვის“ აღნიშნული ჩემპიონობა ისტორიაში მეთხუთმეტეა. როტერდამულ კლუბს აქამდე ჰოლანდიის ჩემპიონატი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1999 წელს ჰქონდა მოგებული. მომავალ სეზონში „ფეიენოორდი“ ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების წევრის, გურამ კაშიას გუნდს, არნემის „ვიტესმა“ ჰოლანდიის აწგასრულებულ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და რადგანაც ქართველი ფეხბურთელი კაპიტნობით წელს მოკრძალებულმა კლუბმა ჰოლანდიის თასი მოიპოვა, მომავალ სეზონში ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე, ევროპა ლიგაზე ავტომატურად იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]