weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოჰამედ სალაჰი 2017 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა

12:39 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

საფეხბურთო კლუბ „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების ფორვარდი მოჰამედ სალაჰი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) კონტინენტის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

საუკეთესოს წოდებისთვის ბრძოლაში 25 წლის მოჰამედ სალაჰმა, რომელიც პირველი ეგვიპტელი ფეხბურთელია, ვინც აღნიშნული ჯილდო მოიგო, „ლივერპულში“ სენეგალელ თანაგუნდელ სადიო მანესა და დორტმუნდის „ბორუსიას“ გაბონელ თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს აჯობა, რომლებიც გამოკითხვაში, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილებზე გავიდნენ.

სალაჰმა წლის პირველი ნახევარი „რომაში“ გაატარა (20 თამაში, 10 გოლი, 9 საგოლე პასი), ხოლო მეორე ნახევარი ზაფხულიდან - „ლივერპულში“ (29 მატჩი, 23 გოლი, 8 საგოლე პასი), სადაც ამჟამად ფორმის პიკზე იმყოფება. საკლუბო კარიერის გარდა, სალაჰმა განვლილ წელს ეგვიპტის ეროვნულ გუნდში 10-ჯერ ითამაშა (5 გოლი და 2 პასი) და სამშობლოს ნაკრების მუნდიალზე გასვლაში ლომის წილი დაიდო.

აღნიშნულ ჯილდოს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია 1992 წლიდან გასცემს. ამ აღიარებას ყველაზე მეტჯერ კამერუნელი სამუელ ეტო’ო და კოტ დ’ივუარელი იაია ტურე ფლობენ, რომლებიც ოთხჯერ დასახელდნენ მშობლიური კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელებად, შესაბამისად, 2003, 2004, 2005, 2010 და 2011, 2012, 2013, 2014 წლებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]