weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2020

თორნიკე შენგელია წლის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელთა შორისაა

10:48 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 hits 1163

ევროპული კალათბურთის მთავარმა ვებგვერდმა Eurobasket, 2017 წლის ევროპის საუკეთესო კალათბურთელები დაასახელა. მათ შორის ესპანური კლუბის „სასკი ბასკონიას“ ქართველი წევრი თორნიკე შენგელიაც მოხვდა.

შენგელია ევროპაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელთა მეორე გუნდში შეიყვანეს, სადაც მის გარდა არიან: კით ლენგფორდი (აშშ), ალექსეი შვედი (რუსეთი), იან ვესელი (ჩეხეთი) და მილოშ ტეოდოსიჩი (სერბეთი).

პირველი გუნდი კი ასე გამოიყურება: ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ნანდო დე კოლო (საფრანგეთი), იორგოს პრინტეზისი (საბერძნეთი) და ეკპე უდო (აშშ).

ვებგვერდმა ასევე შეადგინა საპატიო ათეული: თორნიკე შენგელია, პაუ გასოლი, ლუკა დონჩიჩი, ნიკოლა ბატუმი, ნიკოლა ვუჩევიჩი, იან ვესელი, ნიკოლა მიროტიჩი, იონას ვალანჩუნასი, დარიო სარიჩი, მილოშ ტეოდოსიჩი და ალექსეი შვედი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]