weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იბრაჰიმოვიჩი სამშობლოს ფარულ რასიზმში ადანაშაულებს

11:20 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

ფეხბურთის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში თავს რასიზმის მსხვერპლად თვლის. შვედეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში 30 ტიტული მოიგო, ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა, ეთნიკური შვედი არაა - იგი ბოსნიელი მუსლიმი მამისა და ხორვატი კათოლიკე დედის შვილია. ფეხბურთელი მისდამი რასისტულ დამოკიდებულებას სწორედ თავის წარმომავლობას უკავშირებს.

„თავს მესხმიან, რადგან მე - „იბრაჰიმოვიჩს“ - არ მაღიარებენ. სხვა ფეხბურთელს რომ დაეშვა მსგავსი შეცდომები, მას დაიცავდნენ, მე კი ასე არ დამეხმარებიან, მაგრამ არა უშავს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო მაძლიერებს. მე არ ვსაუბრობ აშკარა რასიზმზე, თუმცა ფარულად ასეთ დამოკიდებულებას ნამდვილად ვგრძნობ. ქერა რომ ვიყო, გვარად სვენსონი ან ანდერსონი და ბანკები რომ მეძარცვა, მაშინაც კი დამიცავდნენ, ახლა კი არ მაფასებენ ისე, როგორც შემეფერება. მე ხომ საუკეთესო ფეხბურთელი ვარ შვედეთის ისტორიაში. არავის გაუკეთებია ის, რაც მე შევძელი. რამდენჯერ დასახელებულა ერთი და იგივე პიროვნება წლის ფეხბურთელად?! მხოლოდ ორჯერ, მე კი თერთმეტჯერ დამასახელეს! ყველაზე მეტი მე გავაკეთე შვედური ფეხბურთისთვის. მე საუკეთესო ვარ!“- ამბობს „იბრაკადაბრას“ მეტსახელით ცნობილი 36 წლის ფეხბურთელი.

იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ეროვნულ გუნდში 2001-2016 წლებში ითამაშა და 116 გამართულ შეხვედრაში 62 გოლის გატანა შეძლო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]